Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზიკა ”განსაკუთრებულ სტატუსს” მოიპოვებს


”განსაკუთრებული სტატუსის” ახალი საპორტო ქალაქი ლაზიკა მაქსიმალურად მიმზიდველი და საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 9 მაისს ბათუმში, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. „განსაკუთრებული სტატუსი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ იქ განხორციელდება საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია, მაგრამ მმართველობის განსაკუთრებული ფორმა იქნება სამოქალაქო დავების განხილვის, განსაკუთრებული იურისდიქცია იქნება იმისათვის, რომ ეს ადგილი გახდეს განსაკუთრებით მიმზიდველი ინვესტიციების განსახორციელებლად“, – განმარტა მიხეილ სააკაშვილმა. ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, სამეგრელოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე ასაშენებელი ახალი ქალაქისთვის - ლაზიკისთვის - განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების მიზნით, 8 მაისს საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოხდა. 8 მაისს პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილებას, რომელიც ახალი საკონსტიტუციო პროექტის ერთთვიანი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG