Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა


9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნებოდა როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე დედაქალაქშიც. თბილისში ეს თარიღი ტრადიციულად გამარჯვების პარკში, ვაკის პარკში, აღინიშნა. იქ დილიდან შეიკრიბნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებსაც ფაშიზმზე გამარჯვების დღე როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ვეტერანებს სიტყვით მიმართა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ”პოლიტიკური კულტურა სწორედ იმით განისაზღვრება, თუ რამდენად აფასებს სახელმწიფო ვეტერანების ამაგს. საქართველოში ისინი მიტოვებულები არიან. ჩვენ აუცილებლად შევუქმნით მათ ღირსეულ ცხოვრებას”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG