Accessibility links

logo-print

იულია ტიმოშენკომ შიმშილობა შეწყვიტა


უკრაინაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სამკურნალოდ ჩასული გერმანელი ექიმის, ლუც ჰარმსის განცხადებით, ტიმოშენკომ შეწყვიტა თითქმის სამი კვირის წინ დაწყებული შიმშილობა. ჰარმსის განმარტებით, ტიმოშენკოს შესაძლოა, მთელი თვე დასჭირდეს შიმშილობის შემდეგ ძალების აღსადგენად. დღესვე, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოშენკო, რომელიც შვიდწლიან პატიმრობას იხდის პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე, ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტიმოშენკო ხარკოვის ციხეში იხდის პატიმრობას. მან 20 აპრილს გამოაცხადა შიმშილობა და უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე უკრაინის სახელმწიფო სისტემაში დასაქმებული ექიმებისაგან. ამასთან, ის 2011 წლიდან უჩივის ხერხემლის ძლიერ ტკივილს.
XS
SM
MD
LG