Accessibility links

logo-print

საბერძნეთში სოციალისტების ლიდერიც შეეცდება ახალი მთავრობის შექმნას


საბერძნეთში სოციალისტების ლიდერი, ევანგელოს ვენიზელოსი, რომლის პარტიაც მომჭირნეობის ზომებს ემხრობა, აცხადებს, რომ პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი მას დაავალებს ახალი მთავრობის შექმნას. ვენიზელოსმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც შეხვდა ულტრამემარცხენეების ლიდერს, ალექსის ციპრასს, რომელიც ამჟამად ცდილობს მთავრობის შექმნას. ვენიზელოსის განცხადება მიჩნეულია მითითებად იმაზე, რომ ციპრასი ვერ ახერხებს სამთავრობო კოალიციის შეკრებას. ციპრასის პარტია „სირიზა“ მომჭირნეობის ზომების წინააღმდეგია და ის მეორე ადგილზე გავიდა კვირას გამართულ არჩევნებში მოპოვებული ხმების რაოდენობით. კოალიციის შექმნა ვერ შეძლო ვერც კონსერვატიულ პარტია „ახალი დემოკრატიის“ ლიდერმა, ანტონის სამარასმა, რომლის პარტიასაც ყველაზე მეტი ამომრჩეველი მიემხრო. თუ მომდევნო დღეებში ვერ შეძლებენ კოალიციაზე შეთანხმებას, მომავალ თვეში ჩატარდება ახალი არჩევნები. ათენმა მომავალ თვეში უნდა დაამტკიცოს მომჭირნეობის ახალი ზომები, რათა მიიღოს დახმარების მორიგი ტრანში ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან.
XS
SM
MD
LG