Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს სერგეი უდალცოვსა და ალექსეი ნავალნის


მოსკოვში სასამართლომ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერს, სერგეი უდალცოვსა და ოპოზიციონერ ბლოგერს, ალექსეი ნავალნის. მათ წაუყენეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება, რომელსაც ორივე უარყოფს. უდალცოვი აცხადებს, რომ მისთვის მისჯილი პატიმრობა არის შურისძიება იმის გამო, რომ ხალხი ბოლოხანს ქუჩაში გადის და ხელისუფლებისადმი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, მოსკოვში ოთხშაბათს საღამოსაც შეიკრიბნენ აქტივისტები, მათ შორის ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი.
XS
SM
MD
LG