Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე


საქართველოსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში 9 მაისს საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების მორიგი, 67-ე წლისთავი. ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რომელიც დასავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში 8 მაისს იზეიმეს, თბილისში ტრადიციულად აღინიშნა უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ვაკის პარკში. იქ შეიკრიბნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებსაც ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. საზეიმო ღონისძიებები გაიმართა საქართველოს რეგიონებშიც. რუსეთის დედაქალაქში გამარჯვების დღეს მიეძღვნა მასშტაბური სამხედრო აღლუმი. სამხედრო აღლუმს ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებების დაწყებამდე კი პოლიციამ დააკავა პუტინის მოწინააღმდეგე რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტი, მათ შორის ალექსეი ნავალნი.
XS
SM
MD
LG