Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მხარს უჭერს გეების ქორწინებას


ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მხარს უჭერს გეების ქორწინებას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 9 მაისს ტელეკომპანია „ეი-ბი-სი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც აღნიშნა, რომ გეი წყვილებს უნდა ჰქონდეთ ქორწინების უფლება. ამასთან ობამამ დასძინა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და რომ კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პრობლემებზე შტატებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. რამდენიმე შტატმა დაამტკიცა საკუთარი კანონი, რომლებიც ან ნებას რთავს ანდა კრძალავს ერთსქესიან ქორწინებას. ობამა პირველი პრეზიდენტია, რომელიც მხარდაჭერას გამოხატავს გეების ქორწინებისადმი, რასაც გეების უფლებების დამცველები მიესალმნენ, როგორც ისტორიულ მომენტს.
XS
SM
MD
LG