Accessibility links

logo-print

პაკისტანში გამოსცადეს ბირთვული ქობინისთვის გამოსადეგი რაკეტა


პაკისტანელი სამხედრო პირების განცხადებით, მათ წარმატებით გამოსცადეს მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტა, რომელიც გამოსადეგია ბირთვული ქობინის სატარებლად. ამ ინფორმაციით, რაკეტა, რომლის მოქმედებაც 290 კილომეტრს წვდება, ხუთშაბათს, გასაიდუმლოებულ ადგილას გამოსცადეს. ორი კვირის წინ, 25 აპრილს პაკისტანმა გამოსცადა, მისივე ინფორმაციით, საშუალო რადიუსში მოქმედი რაკეტაც. ეს ნაბიჯი მოჰყვა რაკეტის გამოცდას მეზობელი, მეტოქე სახელმწიფოს, ინდოეთის მიერ.
XS
SM
MD
LG