Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა გააუქმა მონაწილეობა „დიდი რვიანის“ სამიტში


კრემლი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება „დიდი რვიანის“ სამიტს, რომელიც ვაშინგტონის მახლობლად გაიმართება 17-18 მაისს. სამიტის პარალელურად უნდა ჩატარებულიყო პუტინის შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან. კრემლის განცხადებით, პუტინი, რომელიც 8 მაისს მესამე ვადით შეუდგა პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას, მეტისმეტად დაკავებულია ახალი მთავრობის ფორმირებით და მის ნაცვლად „დიდი რვიანის“ სამიტს დაესწრება პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი. ვაშინგტონის განცხადებით, პუტინი და ობამა შეთანხმდნენ, რომ შეხვედრას გამართავენ მომავალ თვეში, მექსიკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს.
XS
SM
MD
LG