Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აცხადებენ, რომ აღკვეთეს სოჭში ოლიმპიური თამაშებისათვის დაგეგმილი ტერაქტები


რუსეთის სახელმწიფო ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ანტისაჰაერო რაკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი, რომლითაც იგეგმებოდა ტერორისტული თავდასხმის მოწყობა 2014 წელს, სოჭში ოლიმპიური თამაშების დროს. დღეს გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, აფხაზეთში გასულ კვირაში აღმოაჩინეს იარაღის ათი საცავი რუსეთის, ისევე როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად. დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. თავდასხმის ორგანიზატორად სახელდება ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერი, დოკუ უმაროვი, რომელსაც, რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებით, ახლო კავშირი აქვს საქართველოს უშიშროების სამსახურთან.
XS
SM
MD
LG