Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი


ავღანეთში ხუთი ადამიანი მოკლეს თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა, რომლებსაც ავღანელი პოლიციელების ფორმა ეცვათ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ცნობით, თავდამსხმელები შეაჩერეს, როცა ისინი შეეცადნენ, თავიდან აეცილებინათ გაკონტროლება ბლოკპოსტზე სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაში. პროვინციის პოლიციის უფროსის განცხადებით, მოკლულია ექვსივე თავდამსხმელი, რომლებიც, როგორც ჩანს, აპირებდნენ რაიონის გუბერნატორის ოფისზე იერიშის მოწყობას. ბლოკპოსტთან მომხდარი შეტაკების შედეგად ასევე დაიღუპნენ ორი სამოქალაქო პირი და სამი პოლიციელი.
XS
SM
MD
LG