Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრეზიდენტი იულია ტიმოშენკოს მოინახულებს


ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის შეეცდება მოინახულოს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო ციხის საავადმყოფოში. გავრცელდა ამასთან ცნობა, რომ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინას ბელორუსიის მსგავსი დიქტატურა უწოდა. თუ დალია გრიბაუსკაიტეს ნება დართეს, მოინახუროს ტიმოშენკო ხარკოვში, საავადმყოფოში, ის იქნება პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც მას იხილავს 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ. ტიმოშენკო შვიდწლიან სადავო სასჯელს იხდის. მან რამდენიმე კვირა იშიმშილა მის მიმართ ციხეში ძალადობრივი მოპყრობის მიმართ პროტესტის ნიშნად. ახლა ის საავადმყოფშია და გერმანელი ექიმების მეთვალყურეობით გადის მკურნალობას.
XS
SM
MD
LG