Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი იწყებს სამუშაო ვიზიტს სოჭში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს იწყებს ორდღიან სამუშაო ვიზიტს სოჭში. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინი სოჭში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტებთან - ალექსანდრ ანქვაბთან და ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრას გეგმავს. სამუშაო ვიზიტის პროგრამაშია აგრეთვე ოლიმპიური ობიექტების მონახულება. 2014 წლის დასაწყისში სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაა დაგეგმილი. ვლადიმირ პუტინი სოჭში გამართავს თათბირს ”ედინაია როსიას” ხელმძღვანელობასთან. 26 მაისს პარტიის ყრილობაა დაგეგმილი. მასზე პარტიის ახალ ლიდერს აირჩევენ. აპრილში პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ვლადიმიტ პუტინმა დმიტრი მედვედევი წარადგინა.
XS
SM
MD
LG