Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი აშშ-ში ჩაუსვლელობას პუტინს უპატივცემულობად არ უთვლის


თეთრი სახლი აცხადებს, რომ უპატივცემულო დამოკიდებულებად არ თვლის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უარს მონაწილეობა მიიღოს აშშ-ში დაგეგმილ ”დიდი რვიანის” სამიტში. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯერ კარნიმ განაცხადა, რომ პუტინი სულ ახლახან შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და ახალი მთავრობის ფორმირებით არის დაკავებული. კარნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ”გაგებით ეკიდება ამ ფაქტს”. აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობაა აშშ-ისა და ნატოს გეგმის გამო აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების თაობაზე. მოსკოვმა ვაშინგტონი დაადანაშაულა პუტინის საწინააღმდეგო დემონსტრაციების ხელშეწყობასა და წახალისებაში. ობამა და პუტინი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ ივნისში, ”დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG