Accessibility links

logo-print

პუტინი კომპანიებს მოუწოდებს, შეასრულონ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის განსაზღვრული გეგმა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა სოჭში 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებაში მონაწილე კომპანიებსა და სამთავრობო უწყებებს, რომ დროულად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და ნუ გადაამეტებენ დაგეგმილ ხარჯებს. პუტინმა ამ საკითხზე ისაუბრა პარასკევს, სოჭში ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა შეხვედრის თავმჯდომარეობისას. პრეზიდენტის თქმით, მთავრობა მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას, რათა სოჭის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებაში მონაწილე კომპანიებმა შეასრულონ ვადებთან და ხარჯებთან დაკავშირებული ვალდებულებები. სოჭის თამაშების ბიუჯეტი - 6,5 მილიარდი დოლარი - სანახევროდ ფინანსდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ.
XS
SM
MD
LG