Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 20%-ით იკლო სამოქალაქო მსხვერპლმა


ავღანეთში გაეროს წარმომადგენლის, იან კუბიშის ინფორმაციით, ავღანეთში წელს 20%-ით იკლო მსხვერპლმა სამოქალაქო პირებს შორის. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში, კუბიშმა არ გაამხილა გაეროს ოფიციალური სტატისტიკა წელს იანვრიდან აპრილამდე დაღუპული ავღანელი სამოქალაქო პირების რაოდენობაზე. ეს ინფორმაცია, მისი თქმით, გამოქვეყნდება მიმდინარე თვეშივე, ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე, რომლის მონაწილეებიც ავღანეთის მომავალზე იმსჯელებენ. იან კუბიშის თქმით, ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლის კლების მიზეზად განიხილება რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის შარშანდელთან შედარებით ნაკლები ბრძოლა მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში. კუბიში აღნიშნავს ასევე, რომ ავღანეთის ჯარები და ნატოს სარდლობით მოქმედი უცხოელი სამხედროები ცდილობენ, შეძლებისდაგვარად ნაკლები მსხვერპლი გამოიწვიონ სამოქალაქო პირებში, თალიბი ექსტრემისტების წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებისას.
XS
SM
MD
LG