Accessibility links

logo-print

სირიის მედია: ალეპოში აღკვეთეს დანაღმული მანქანის აფეთქება


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სირიის ჯარებმა დღეს, ქალაქ ალეპოში აღკვეთეს დანაღმული ავტომანქანის აფეთქება. ამ ცნობით, ჯარისკაცებმა მოკლეს სავარაუდო თვითმკვლელი თავდამსხმელი, რომელსაც ავტომანქანაში ედო 1200 კილოგრამი ასაფეთქებელი მასალა. დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია. ასევე სირიიდან გავრცელებული ცნობით, ოპოზიციონერები მოითხოვენ დამასკში ხუთშაბათს მოწყობილი ორი აფეთქების საერთაშორისო გამოძიებას. აფეთქებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 55 და დაიჭრა 370-მდე ადამიანი. „სირიის თავისუფალი არმია“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც მოითხოვს ქვეყანაში უცხოელი გამომძიებელი გაგზავნას, რათა მათ დაადგინონ, ვინ მოაწყო აფეთქებები.
XS
SM
MD
LG