Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ უარყო "პუსი რაიოტის" წევრების საჩივარი


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება პანკ-ჯგუფ "პუსი რაიოტის" სამი წევრის პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა "პუსი რაიოტის" წევრების საჩივარი. სამ ახალგაზრდა ქალს წაყენებული აქვს ხულიგნობის ბრალდება 21 თებერვალს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში გამართულ აქციაში მონაწილეობისათვის. 19 აპრილს სასამართლომ 24 ივნისამდე გაუგრძელა პატიმრობის ვადა ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, ეკატერინა სამუცევიჩსა და მარია ალიოხინას, რომლებიც უარყოფენ მონაწილეობას სკანდალურ საპროტესტო აქციაში.
XS
SM
MD
LG