Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრეზიდენტმა საავადმყოფოში მოინახულა ტიმოშენკო


ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ქალაქ ხარკოვის საავადმყოფოში მოინახულა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. შეხვედრის შემდეგ, გრიბაუსკაიტემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა კარგავს მის მიმართ ევროკავშირის ნდობას და რომ ახლა „უკრაინელებზეა დამოკიდებული ევროპასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის, ან თვითიზოლაციის არჩევა“. ტიმოშენკოს შვიდი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე, მაგრამ მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ ტიმოშენკო პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია. 9 მაისს ის გადაიყვანეს ციხიდან საავადმყოფოში, სადაც მკურნალობენ გერმანიიდან საგანგებო ჩასული ნევროლოგის ხელმძღვანელობით. ლიტვის პრეზიდენტი არის პირველი უცხოელი ლიდერი, რომელსაც ტიმოშენკოსთან შეხვედრის უფლება მისცეს 2011 წლის ოქტომბერში მისთვის განაჩენი გამოტანის შემდეგ. ტიმოშენკოს დაპატიმრება უარყოფით გავლენას ახდენს დასავლეთთან უკრაინის ურთიერთობაზე.
XS
SM
MD
LG