Accessibility links

logo-print

პუტინი სოჭში ხვდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს


პარასკევს სოჭში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ალექსანდრ ანქვაბის შეხვედრა. პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს „უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებასა და საზღვრის კონტროლზე“, ისევე როგორც საფინანსო სექტორში სამომავლო ურთიერთობაზე. თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად ბოლო შვიდ წელიწადში აფხაზეთის „სწრაფი განვითარებისა“, ეკონომისტები თანხმდებიან, რომ რუსეთის დახმარების გარეშე სოხუმი თავს ვერ გაართმევს ამოცანებს. იუწყებიან აგრეთვე, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად სოჭში გაემგზავრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დელეგაციაც დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ხელმძღვანელობით. საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, შეხვედრა 12 მაისს გაიმართება. საქმე ეხება თიბილოვის პირველ ვიზიტს უცხოეთში დე ფაქტო პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG