Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში უშედეგოდ დასრულდა მთავრობის ფორმირების მცდელობა


საბერძნეთში სოციალისტების ლიდერი, ევანგელოს ვენიზელოსი აცხადებს, რომ უშედეგოდ დასრულდა კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობა. ველიზელოსი მესამე პარტიული ლიდერია, რომელიც შეთანხმების მიღწევას ცდილობდა. პარასკევს კი მან განაცხადა, რომ მანდატს შაბათს კვლავ პრეზიდენტ კაროლოს პაპულიასს დაუბრუნებს. ვენიზელოსის ამ განცხადებებს წინ უძღოდა შეხვედრა საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკასთან დაპირისპირებული მემარცხენე პარტიის ლიდერთან, ალექსის ციპრასთან. ამ პარტიამ კვირას გამართულ არჩევნებზე მეორე ადგილი მოიპოვა. ციპრასი აცხადებს, რომ არ შეუერთდება არც ერთ მთავრობას, რომელიც დააპირებს გააგრძელოს საბერძნეთისთვის საერთაშორისო ფინანსური დახმარების ფარგლებში დაკისრებული პირობები. არჩევნებით გაძლიერდა იმ პარტიების პოზიციები, რომლებსაც სურთ გააუქმონ საბერძნეთის მიერ ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული ხელშეკრულება. დახმარების თანხის შემდგი ნაწილის მისაღებად ათენმა ივნისამდე უნდა გაატაროს ხელმომჭირნეობის ახალი ზომები, რომლებიც მოცულობით 14.5 მილიარდ ევროს გაუტოლდება.
XS
SM
MD
LG