Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერები ისევ შეეცდებიან კოალიციაზე შეთანხმებას


საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერები შაბათს ისევ შეეცდებიან კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმებას. პრეზიდენტმა კაროლოს პაპულიასმა მოლაპარაკებაზე მიიწვია პარტიების ლიდერები, თუმცა რაიმე გარღვევას არ მოელიან. პარასკევს სოციალისტურ პარტია „პასოკის“ ლიდერს, ევანელოს ვენიზელოსს ხელი მოეცარა კოალიციის შექმნის მცდელობისას მას შემდეგ, რაც უარი მიიღო ულტრამემარცხენეების ლიდერის, ალექსის ციპრასისაგან. ციპრასს სურს, გაუქმდეს საბერძნეთისათვის, მომჭირნეობის ზომების სანაცვლოდ, 130 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმდება. თუ საბმერძნეთში კოალიციის შექმნაზე დღევანდელი მოლაპარაკებაც ჩაიშლება, პრეზიდენტ პაპულიასს მოუწევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ვარაუდმა, რომ საბერძნეთში მართლაც მოუწევთ მორიგი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ, რაც გასული კვირის არჩევნები გაურკვეველი შედეგით დასრულდა, უარყოფითად მოქმედებს ევროს კურსზე. ვადამდელი არჩევნები, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება. საბერძნეთში საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის შედეგებით ლიდერობენ ულტრამემარცხენეები, რომლებსაც სურთ საბერძნეთისთვის კრედიტის მიწოდებასთან დაკავშირებული გეგმის გაუქმება.
XS
SM
MD
LG