Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მოითხოვს ზომებს ავღანეთში ქალთა უფლებების დასაცავად


გაერო მოუწოდებს ნატოს მოახლოებული სამიტის მონაწილეებს, მიმართონ ზომებს, ავღანეთში ქალთა უფლებების დასაცავად, სანამ ავღანეთს 2014 წლის მიწურულამდე დატოვებენ უცხოელი ჯარისკაცები. ავღანეთში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის, იან კუბიშის ვარაუდით, განვლილი ათწლეულის განმავლობაში ავღანელი ქალების განათლების და უსაფრთხოების კუთხით მიღწეული პროგრესი შესაძლოა, დაიკარგოს, რადგან ქაბულში მთავრობა ცდილობს თალიბანთან შერიგებას, ხოლო ნატოს ჯარები ავღანეთიდან გასასვლელად ემზადებიან. ავღანეთში გაეროს მისიამ, გაეროს ქალთა სააგენტოსთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად გაავრცელა განცხადება ამ საკითხზე. ნატოს სამიტზე, რომელსაც 20-21 მაისს უმასპინძლებს შეერთებული შტატების ქალაქი ჩიკაგო, იმსჯელებენ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების დაფინანსებაზე და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაზე.
XS
SM
MD
LG