Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რამდენიმე ქალაქში იმართება ოპოზიციური „სახალხო სეირნობები“


რუსეთის რამდენიმე ქალაქში ტარდება აქციები მოსკოვში ოპოზიციური „სეირნობების“ მხარდასაჭერად. დღეს „სახალხო სეირნობები“ იმართება კრასნოიარსკში, სანქტ პეტერბურგში, ყაზანში. გუშინ კი პენზაში და ტომსკში ჩატარდა მოსკოვში „სეირნობის“ მონაწილეებისადმი სოლიდარობის აქცია. მოსკოვში ოპოზიციური „სეირნობები“ დაიწყო 7 მაისს - რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით ინაუგურაციის დღეს. ტვერის ბულვარში სვლა მოაწყო ასობით ადამიანმა, რომელიც არ აღიარებს პუტინს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ლიდერად. პოლიციელებმა სვლა შეაჩერეს და ათობით აქტივისტი დააკავეს. ამის შემდეგ, დემონსტრანტების ნაწილმა გადაინაცვლა ჩისტოპრუდნის ბულვარის სკვერში, სადაც საპროტესტო ბანაკი იქნა ორგანიზებული.
XS
SM
MD
LG