Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში აქამდე უცნობმა ჯგუფმა იკისრა პასუხისმგებლობა დამასკის აფეთქებებზე


სირიაში ისლამისტების ჯგუფმა „ალ-ნუსრას ფრონტმა“ იკისრა პასუხისმგებლობა დამასკში 10 მაისს მოწყობილ ორ აფეთქებაზე. აფეთქებებმა 55 ადამიანი შეიწირა. სირიაში აქამდე არაფერი იყო ცნობილი „ალ-ნუსრას ფრონტზე“, რომელმაც გაავრცელა ვიდეოჩანაწერი თავდასხმებთან დაკავშირებით. ექსტრემისტების განმარტებით, აფეთქებები იყო პასუხი დასახლებების წინააღმდეგ მთავრობის იერიშებზე. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ვარაუდით, „ალ-ნუსრა“ შესაძლოა, იყოს ერაყში მოქმედი ალ-ყაიდის ნაწილი, ან მისი მოკავშირე. სირიაში ძალადობა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ აპრილში ძალაში შევიდა გაეროსა და არაბთა ლიგის შუამავლის, კოფი ანანის ძალისხმევით შეთანხმებული ზავი.
XS
SM
MD
LG