Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში საიდენტიფიკაციოდ გადაასვენეს ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ნაწილი


ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში გადაასვენეს პირველი ნაწილი დაღუპულებისა, რომელთა სიცოცხლეც შეიწირა 9 მაისს, ჯაკარტის სამხრეთით მომხდარმა ავიაკატასტროფამ. ვარაუდობენ, რომ რუსული წარმოების „სუხოის“ ტიპის "სუპერჯეტ 100"-ის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 45-ვე ადამიანი. თვითმფრინავი სადემონსტრაციო ფრენას ახორციელებდა, როცა მთას შეეჯახა. დაღუპულების უმრავლესობა ინდონეზიელები იყვნენ. მათთან ერთად თვითმფრინავში იმყოფებოდნენ რუსეთის რვა მოქალაქე, ორი იტალიელი, ერთი ფრანგი და ერთი ამერიკელი. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერაც უცნობია. დაწყებულია გამოძიება.
XS
SM
MD
LG