Accessibility links

logo-print

თბილისში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა


თბილისში მოსულ ძლიერ წვიმას მოჰყვა მტკვრის ადიდება და წყალდიდობა, რასაც, საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსხვერპლი წყალდიდობას ორთაჭალაში მოჰყვა. წყალმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ამოაბრუნა ავტომანქანები. რამდენიმე უბანს შეუწყდა ელექტროენერგიით მომარაგება.
XS
SM
MD
LG