Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე


ქაბულში შეიარაღებულმა პირმა მოკლა ავღანეთის სამშვიდობო საბჭოს მნიშვნელოვანი წევრი, ყოფილი თალიბი არსალა რაჰმანი, რომელიც სამშვიდობო პროცესში მონაწილეობდა. მკვლელობა მიჩნეულია მძიმე დარტყმად ძალისხმევაზე, რომელსაც ავღანეთის მთავრობა მიმართავს თალიბ მეამბოხეებთან ომის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად. პოლიციის ცნობით, არსალა რაჰმანი თავის ავტომანქანაში იჯდა, როცა მას ქაბულში, მისივე სახლოს მახლობლად ესროლა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა. თალიბანი უარყოფს თავდასხმაზე პასუხისმგებლობას, თუმცა ადრე თალიბანს ნათქვამი აქვს, რომ იერიშებს მოაწყობს სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილეებზე. რაჰმანი მიეკუთვნებოდა 70 გავლენიან ავღანელს, რომლებსაც პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაავალა თალიბანთან შერიგების მისაღწევად მუშაობა. ავღანეთში თალიბანის მმართველობის პერიოდში, რაჰმანი მუშაობდა განათლების მინისტრის მოადგილედ. თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ის კარზაის მთავრობას შეურიგდა და პარლამენტის წევრი გახდა.
XS
SM
MD
LG