Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდში დააკავეს საპროტესტო აქციის 18 მონაწილე


ესპანეთის პოლიციამ კვირას დააპატიმრა 18 დემონსტრანტი, რომელიც არ დაემორჩილა კომენდანტის საათს და მთელი ღამე გაატარა მადრიდის ცენტრალურ მოედანზე, მთავრობის მიერ შემოღებული მომჭირნეობის ზომების გასაპროტესტებლად. როგორც იუწყებიან, ორი პოლიციელი დაშავდა შეტაკებებისას, რომლებიც კვირას დილას დაიწყო, როცა პოლიციამ სცადა მოედანზე მყოფი ასობით დემონსტრანტის დაშლა. მანამდე ესპანეთში 100 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციებში, რომლებითაც აღნიშნეს „აღშფოთებულთა“ მოძრაობის დაწყების პირველი წლისთავი - ამ მოძრაობას მთელს მსოფლიოში მიბაძეს საპროტესტო გამოსვლებით, მათ შორის გლობალური აქციებით „დაიკავე“ (მაგალითად, "დაიკავე უოლ სტრიტი). პოლიციის ინფორმაციით, შაბათს ბარსელონაში 30 000, მადრიდში კი 22 000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა. ესპანეთში 24%-ს აღწევს უმუშევართა რაოდენობა.
XS
SM
MD
LG