Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

GWP: წყალდიდობას არ მოუხდენია გავლენა სასმელი წყლის ხარისხზე


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერმა“ (GWP) წუხანდელ წყალდიდობასთან დაკავშირებით გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომხდარს არ მოუხდენია გავლენა თბილისის მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხზე და რომ წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს. „ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერის“ განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ ძლიერმა წვიმებმა და ნიაღვრებმა გამოიწვია მდინარე არაგვისა და მისი შენაერთების ადიდება, რამაც პრობლემები შეუქმნას კომპანიის არაგვის ხეობაში განთავსებულ სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას. ამის გამო შეიზღუდა თბილისის ზოგი უბნის წყალმომარაგება. მიმდინარეობს სამუშაოები წყალმომარაგებაში შექმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
XS
SM
MD
LG