Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ჯერ არ მოჰყოლია შედეგი კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებას


საბერძნეთში პარტია „დემოკრატმა მემარცხენეებმა“ უარყო ცნობა იმის შესახებ, თითქოს სოციალისტებთან და მემარჯვენე-ცენტრისტებთან ერთად მიაღწია შეთანხმებას მმართველი კოალიციის შექმნაზე. ჯერ კიდევ გრძელდება მოლაპარაკება ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნაზე. საბერძნეთის პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი უძღვება შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობენ არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული შვიდივე პარტიის ლიდერები. მოლაპარაკების პროცესი შესაძლოა, გაგრძელდეს ხუთშაბათამდე, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე. თუ მანამდე ვერ შეძლებენ კოალიციური მთავრობის შექმნას, საჭირო გახდება ივნისისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. საბერძნეთში 6 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სულ რამდენიმე კვირაში მორიგი არჩევნების ჩატარების პერსპექტივა უარყოფითად მოქმედებს საფონდო ბირჟებზე საბერძნეთის აქციების, ისევე როგორც ევროს კურსზე.
XS
SM
MD
LG