Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადეს


სომხეთის პარლამენტში, საბოლოო ოფიციალური მონაცემებით, 5 პარტია და ერთი პარტიული ბლოკი მოხვდა. კვირას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგებით პირველ ადგილზე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტიაა, 44 პროცენტზე ოდნავ მეტით. მეორეზე ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის ”აყვავებული სომხეთი” გავიდა, რომელმაც 30 პროცენტზე მეტი დააგროვა. ოპოზიციური ბლოკი ”სომხეთის ნაციონალური კონგრესი” პარლამენტში შვიდ პროცენტზე ოდნავ მეტით მოხვდა.
XS
SM
MD
LG