Accessibility links

Yahoo-ს ხელმძღვანელი გადადგა სკანდალის შემდეგ


ამერიკული ინტერნეტ-კორპორაცია Yahoo-ს ხელმძღვანელი სკოტ თომპსონი გადადგა სკანდალთან დაკავშირებით, რაც მის ავტობიოგრაფიაში მითითებულ არასწორ ინფორმაციას მოჰყვა. კომპანიის ერთ-ერთმა აქციონერმა აღმოაჩინა, რომ თომპსონი არ ფლობს სამეცნიერო ხარისხს კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, როგორც ეს მის დოკუმენტებშია მოხსენიებული. კორპორაციის ახალი გენერალური დირექტორი ”იაჰუს” გლობალური მედიაგანყოფილების ხელმძღვანელი, როს ლევინსონი გახდა.
XS
SM
MD
LG