Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში კოალიციური მთავრობის შექმნა არ ხერხდება


კრიზისში მყოფ საბერძნეთში პოლიტიკური ჩიხის მეორე კვირა დაიწყო. პარტიათა ლიდერებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება კოალიციის შესახებ, რათა შექმნან ახალი მთავრობა. მოელიან, რომ დღეს საღამოს გაიმართება კიდევ ერთ შეხვედრა, რომელიც ბოლო შანსია პრეზიდენტ კაროლოს პაპულიასისათვის, შესძლოს პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკება და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. მცირე, „დემოკრატიულ მემარცხენე“ პარტიას მიიჩნევენ ყველაზე რეალურ კანდიდატად, შექმნას კოალიცია მთავარ კონსერვატიულ და სოციალისტურ პარტიებს შორის. მაგრამ, მათმა ლიდერმა, ფოტის კუველისმა, ორშაბათს განაცხადა, რომ „შეუძლებელია შეიქმნას ერთიანი მთავრობა“ „სირიზას“ პარტიის უარის შემდეგ. მემარცხენე რადიკალური კოალიცია ”სირიზას” ლიდერმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, თუ მასში მომჭირნეობის მომხრე ძალები იქნებიან ჩართული. თუ შეთანხმება ვერ შედგა, ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. საბერძნეთზე ევროპის კავშირის ლიდერები ზეწოლას ახორციელებენ, მხარი დაუჭიროს შეთანხმებებს, რომლებიც ამ ქვეყნისთვის 310 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტით გამოყოფას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG