Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში ირანსა და ატომურ სააგენტოს შორის მოლაპარაკება დაიწყო


ვენაში ირანმა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დაიწყეს მოლაპარაკება ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ სფეროში საქმიანობის გარშემო. შეხვედრაში, რომელიც ორშაბათს და სამშაბათს იმართება, მოლაპარაკების მაგიდას უსხედან ირანის წარგზავნილი ატომურ სააგენტოში, ალი ასღარ სოლთანიე და სააგენტოს მთავარი ინსპექტორი, ჰერმან ნაკერტსი. ორშაბათის მოლაპარაკებამ ხუთ საათს გასტანა. მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბოლო ასეთი შეხვედრა გაიმართა ირანში, თებერვალში და არსებითი შედეგის გარეშე დასრულდა. სააგენტო იკვლევს ვარაუდს, რომ ირანი შეიძლება ბირთვულ პროგრამას იარაღის შექმნისთვის იყენებდეს. თეირანი ასეთ ვარაუდს უარყოფს. სააგენტო ცდილობს მიაღწიოს ირანის ფარშინის სამხედრო კომპლექსის დათვალიერების უფლებას, სადაც ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ირანი ბირთვულ იარაღის მიმართულებით მუშაობდეს. ირანი 23 მაისს ბაღდადში მოელაპარაკება გაეროს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას ბირთვულ საკითხებზე.
XS
SM
MD
LG