Accessibility links

logo-print

ნატომ წარმატებით განახორციელა ანტისარაკეტო სისტემის გამოცდა


ნატოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ალიანსმა განახორციელა დაგეგმილი მრავალმხრივი გამოცდა ანტისარაკეტო სისტემისა ევროპაში. გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, ჟურნალ „უოლ სტრიტ ჯორნალში დაწერა“, რომ აშშ-ის ხომალდებმა, რადარებმა და თანამგზავრებმა, ასევე გერმანიის და ნიდერლანდის გადამტაცმა დანადგარებმა განახორციელეს ქმედებათა სერია, რათა გამოეცადათ ალიანსის უნარი თავი დაიცვას სარაკეტო თავდასხმისგან. რასმუსენმა გამოცდას წარმატებული უწოდა. რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსის ლიდერებს იმედი აქვთ, სამიტზე, ჩიკაგოში, 20-21 მაისს გამოაცხადონ „დროებითი შესაძლებლობის“ სტარტის შესახებ. ამ სისტემას წინააღმდეგობას უწევს რუსეთი, რომელიც თვლის, რომ ეს მის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება.
XS
SM
MD
LG