Accessibility links

logo-print

ლეიბორისტებმა თბილისის მერი საბიუჯეტო თანხების მითვისებაში დაადანაშაულეს


თბილისის მერი საკანალიზაციო სისტემის რეკონსტრუქციისთვის განკუთვნილი თანხების მითვისებაში დაადანაშაულა ლეიბორისტულმა პარტიამ. მისი პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, გიგი უგულავას მიერ საბიუჯეტო თანხების მითვისების გამო, თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ტრაგედია გამოიწვია და საკოლექტორო-საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ლეიბორისტბმა პრეზიდენტ სააკაშვილს და ”ქართული ოცნების” ლიდერს ივანიშვილს მოუწოდეს, პირადი ანგარიშებიდან დაეხმარონ დაზარალებულ მოსახლეობას.
XS
SM
MD
LG