Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა დედაქალაქის მერს და ფინანსთა მინისტრს სტიქიით დაზარალებულების დახმარება დაავალა


თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება პრეზიდენტმა დედაქალაქის მერს და ფინანსთა მინისტრს დაავალა. მიხეილ სააკაშვილმა მის რეზიდენციაში გიგი უგულავასა და დიმიტრი გვინდაძის მონაწილეობით საგანგებო თათბირი გამართა და განაცხადა, რომ უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა აღმოუჩინონ მატერიალური დახმარებაც. ამავე თათბირზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა სამაშველო სამსახურების მუშაობის გამო და განაცხადა, რომ მათი და შსს-ს კარგი და კოორდინირებული მუშაობის გარეშე მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG