Accessibility links

logo-print

აშშ და პაკისტანი ნატოს ახალი მარშრუტის გახსნის შესახებ მოილაპარაკებენ


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰინა რაბანი ხარმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყნამ თავისი გააკეთა, როცა ნატოს მომარაგებას გზა გადაუკეტა, და ახლა დროა აშშ-თან ერთად კვლავ წინსვლისა. ხარს არ დაუზუსტებია, ნიშნავს თუ არა ბლოკადის მოხსნას. აშშ აცხადებს, რომ ინტენსიურ მოლაპარაკებას მართავს პაკისტანთან, რათა აღდგეს ამ ქვეყნის გავლით ავღანეთში საერთაშორისო ჯარის მომარაგება. აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა მარკ სტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკება ორშაბათს გაგრძელდა. სამშაბათს კი პაკისტანის წარმომადგენლები იმსჯელებენ, დართონ თუ არა ტრანსპორტს გადაადგილების ნება. საზღვრის უშიშროებაზე მოილაპარაკეს კვირას ავღანეთში ნატოს ჯარის მეთაურმა, ამერიკელმა გენერალმა, ჯონ ალენმა და პაკისტანის და ავღანეთის არმიების მეთაურმა, გენერლებმა, აშფაყ კაიანიმ და შერ მუჰამად კარიმიმ. პაკისტანმა ნატოს ჯარის მომარაგების გზები გადაკეტა მას მერე, რაც აშშ-ის ავიაციამ 24 პაკისტანელი სამხედრო დახოცა შარშან ნოემბერში.
XS
SM
MD
LG