Accessibility links

logo-print

დავით საგანელიძე პრევენციული პროგრამის შექმნას ითხოვს


წყალდიდობების თავიდან ასაცილებლად პრევენციული პროგრამის შექმნას ითხოვს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი დავით საგანელიძე. საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგანელიძემ აღნიშნა, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზით, ივნისის დასაწყისამდე შესაძლოა, წყალდიდობა განმეორდეს, ამიტომ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიამ უახლოეს დღეებში უნდა შეადგინოს კრიტიკული წერტილების და მისაღები ზომების ნუსხა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიჩნევს, რომ დამატებითი კოლექტორებისა და სანიაღვრე არხების მშენებლობისა და სხვა სამუშაოებისთვის საჭირო თანხა პრეზიდენტის ფონდიდან უნდა გაიცეს. დავით საგანელიძის განცხადებითვე, უნდა შეჩერდეს ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა და გამოთავისუფლებული თანხა პრევენციული პროგრამისთვის დაიხარჯოს.
XS
SM
MD
LG