Accessibility links

logo-print

ვერცხლის ქუჩაზე სომხური ეკლესიის ნაწილი ჩამოინგრა


თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე ჩამოინგრა სომხური ეკლესიის ნაწილი, რომლის ნანგრევები ეკლესიის ეზოში მდებარე სახლს დაეცა და დაანგრია მისი ერთ-ერთი კედელიც. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზარალებულ ოჯახს კი, დახმარებას ძველი თბილისის რაიონის გამგეობა დაჰპირდა. ვარაუდობენ, რომ მე-18 საუკუნის ისედაც ავარიული ეკლესიის დანგრევა თბილისში გასული კვირის ბოლოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დააჩქარა.
XS
SM
MD
LG