Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" ხელისუფლებისგან მოითხოვს, განმარტოს დავით გარეჯში მისასვლელი გზის დაკეტვის მიზეზი


პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლებისგან მოითხოვს, განმარტოს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის დაკეტვის მიზეზი. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ელისო ჩაფიძესა და სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა დავით გარეჯში, სადაც ქართველმა მესაზღვრეებმა დაკეტეს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა. ძიძიგურის ინფორმაციით, ქართველი მესაზღვრეების მახლობლად იმყოფებიან აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც, თუმცა, შეკითხვას რა შეიცვალა 6 მაისიდან და რატომ აღარ უშვებენ არავის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე, არავინ პასუხობს. ”გვაინტერესებს, რა მოხდა და რა ხელშეკრულება გააფორმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხის ზურგს უკან აზერბაიჯანულ მხარესთან", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” მოითხოვს, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო მიმდინარეობს, გამჭვირვალე და საჯარო იყოს.
XS
SM
MD
LG