Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში სამთავრობო ჯარსა და მეამბოხეთა რაზმებს შორის შეტაკებები გრძელდება


სირიიდან აქტივისტები იუწყებიან, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომხრეებსა და შეიარაღებულ მეამბოხეებს შორის შეტაკებები გრძელდება. ქალაქ რასტანიდან იტყობინებიან, რომ 23 ჯარისკაცი დიხოცა და ათეულობით დაიჭრა; დამოუკიდებელ წყაროებს ეს ცნობა, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებულ სირიის უფლებადამცავ გაერთიანებას ეკუთვნის, არ დაუდასტურებიათ. ადრე, ოპოზიციის ძალები იუწყებოდნენ., რომ რასტანის დაბომბვისას 9 ადამიანი დაიხოცა. ბრიუსელში, ევროკავშირმა განაცხადა, რომ სირიის რეჟიმს სანქციებს გაუმკაცრებენ.
XS
SM
MD
LG