Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი: არ დავრთავთ ევროკავშირს ნებას, დაამციროს უკრაინა


უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ის არ დართავს ევროკავშირს მისი ქვეყნის დამცირების ნებას. ეს მან განაცხადა დონეცკში სტუმრობისას. ამ თვეში უკრაინამ გადადო ევროპის ქვეყნების სამიტი, რომელიც ყირიმში უნდა გამართულიყო და რომელიც წინ უძღოდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც უკრაინასა და პოლონეთში იმართება. სამიტს სტუმრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პროტესტის ნიშნად, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის საპატიმროში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოსადმი ციხეში ძალადობრივ მოპყრობას. ევროპის კავშირის, ასევე ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლები გამოდიან მოწოდებით, არ დაესწრონ უკრაინაში მატჩებს ამავე მიზეზით. ტიმოშენკო შარშან ოქტომბერში გაასამართლეს და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. დასავლეთი თვლის, რომ განაჩენი პოლიტიკურად შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივირებული.
XS
SM
MD
LG