Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პოლიტიკური პარტიები ამაოდ ცდილობენ კოალიციის შექმნას


ბერძენ სოციალისტთა ლიდერის ევანგელოს ვენიზელოსის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ არადამაჯერებელი არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხერხდება. აღნიშნული განცხადება ვენიზელოსმა ქვეყნის პრეზიდენტ კაროლოს პაპოულიასთან მისი და სხვა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ახალი დემოკრატებისა და მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვენიზელოსის თქმით პრეზიდენტი მხარს უჭერს ტექნოკრატთა კაბინეტის ფორმირებას, რისთვისაც შედეგი მოლაპარაკება 15 მაისს გაიმართება. მემარცხენე ბლოკ „სირიზას“ ლიდერმა, რომლის გაერთიანებამაც 6 მაისის არჩევნებში განსაცვიფრებელი მეორე ადგილი აიღო, უარი თქვა კონსულტაციებში მონაწილეობაზე. „სირიზა“ აცხადებს, რომ არ შეუერთდება არც ერთ კოალიციას, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გეგმას დაუჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG