Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰიუმან რაიტს უოჩი” - ერაყში უკანონო პატიმრები არიან


ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩმა” გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ერაყში ადამიანების უკანონო პატიმრობის ფაქტებია ასახული. ”ჰიუმან რაიტს უოჩი” ეყრდნობა მოწმეების ინფორმაციას და აცხადებს, რომ ბაღდადის ციხეში, რომელიც ერაყის მთავრობის თანახმად, გასულ წელს დაიხურა, კვლავაც არიან უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერაყის უშიშროების ძალები იტაცებენ ადამიანებს და მათი ბრალეულობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ათავსებენ საპატიმროებში, მათ შორის - ”კემპ ონორის” ციხეში. ჯერ კიდევ გასულ წელს გამოცხადდა, რომ ეს საპატიმრო, რომელიც მაღალი უსაფრთხოების ე.წ. ”მწვანე ზონაშია” განთავსებული, ერაყის ხელისუფლებამ დახურა.
XS
SM
MD
LG