Accessibility links

ევროპის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რუსი წვევამდელის სიკვდილის საქმეზე


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რუსი წვევამდელის - ვალერი პუტინცევის სიკვდილის საქმეზე და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას დაღუპული ჯარისკაცის დედისთვის 45 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ვალერი პუტინცევი 2002 წლის თებერვალში კრასნოიარსკის მხარეში სამხედრო სამსახურის გავლისას დაიღუპა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდას სამხედრო ნაწილში აბუჩად იგდებდნენ, რის გამოც ის გაიქცა. პუტინცევი დააკავეს და მოათავსეს ჰაუპტვახტში, სადაც მას სცემდნენ. როდესაც ჯარისკაცი ჰოსპიტალში გადაჰყავდათ, ის კიდევ შეეცადა გაქცევას, რა დროსაც ზურგში ესროლეს. დაჭრილი ვალერი პუტინცევი რამდენიმე დღეში ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG