Accessibility links

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ გადადო ტიმოშენკოს აპელაციის განხილვა


უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 26 ივნისამდე გადადო იული ტიმოშენკოს სააპელაციო სარჩელის განხილვა. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ძალაუფლებით ბოროტად გამოყენებისათვის მის მიმართ 7 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა უმაღლესმა სპეციალურმა სასამართლომ აღნიშნული დადგენილება მიიღო პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რომ ტიმოშენკო უნდა დაესწროს პროცესს. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამჟამად ხარკოვის საავადმყოფოში გადის მკურნალობას, ხერხემლის პრობლემისა და გადატანილი შიმშილობის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 15 მაისს იულია ტიმოშენკოს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ივნისში დაგეგმილ მოსმენამდე ისინი გეგმავენ სარჩელით მიმართონ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს.
XS
SM
MD
LG