Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი აპირებს განიხილოს ნატოს მოსამარაგებელი გზის გახსნა


პაკისტანის მთავრობის წევრები შეიკრიბნენ, რათა განიხილონ გახსნან თუ არა ავღანეთში განლაგებული ნატოს ქვედანაყოფების ტვირთების ტრანსპორტირებისათვის პაკისტანზე გამავალი საქარავნო გზა. პაკისტანის მინისტრთა კაბინეტის თავდაცვის საბჭოს სხდომის მთავრი საკითხი იყო პაკისტანის მიერ გამოცხადებული საგზაო ბლოკადის სავარაუდო შეწყვეტა. ნატოს მომარაგების გზა პაკისტანის მთავრობამ გასული წლის ნოემბერში ჩაკეტა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საავიაციო იერიშის შემდეგ 24 პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინცინდენტის გამო აშშ-მა მწუხარება გამოხატა, თუმცა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე. ავღანეთ-პაკისტანის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალის ჩაკეტვამ კიდევ უფრო გაართულა აშშ-ისა და პაკისტანის ურთიერთობები.
XS
SM
MD
LG