Accessibility links

ჰამიდ კარზაი გერმანიას და აშშ-ი ტურნეს იწყებს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი გაემგზავრა გერმანიაში, საიდანაც მოგვიანებით ესტუმრება აშშ-ს და ჩიკაგოს ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გერმანიაში კარზაი და ანგელა მერკელი ხელს მოაწერენ „გერმანია-ავღანეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას“. გერმანიიდანა კი ავღანეთის პრეზიდენტი ჩავა ჩიკაგოში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მშობლიურ ქალაქში, სადაც 20-21 მაისს ნატოს სამიტი გაიმართება. სამიტის მთავრი თემაა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ალიანსი ავღანეთს, რომელსაც 2014 წელს აშშ-ისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების 130 ათასი ჯარისკაცი დატოვებს.
XS
SM
MD
LG